46 წლის მამაკაცი მდინარე ლიახვის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს

46 წლის მამაკაცი მდინარე ლიახვის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს

გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები 46 წლის მამაკაცი მდინარე ლიახვის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალებამდე მამაკაცი ტირძნისიდან ტყვიავამდე მანქანით მოძრაობდა, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ ნასვამობის გამო ჩამოართვა. მანქანის ჩამორთმევის შემდეგ, მამაკაცმა ფეხით გააგრძელა გზა. როდესაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი გამვლელის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს.

ფაქტი 2015 წლის 11 მარტს დილის საათებში მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

"ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზების თაობაზე შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ პრესსამსახურში.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია