მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''

მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''

გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს, თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა.

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის ''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

გაგრძელება