მარჯანიშვილზე არსებულ "მაკდონალდსის" რესტორანში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის ლოკალიზებისთვის ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფებდა.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, არსებული ინფორმაციით, ის ტრანსფორმატორის აალებას მოჰყვა.