სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით 28 წლის ქალი თანასოფლელმა მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათივე განმარტებით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
გვამები გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ჯერჯერობით ვერსიებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.