ჩხუბი თერჯოლის გამგეობაში: "ოცნების" მთვრალი წევრი გამგებლის კაბინეტში შევარდნას ცდილობდა

ჩხუბი თერჯოლის გამგეობაში: "ოცნების" მთვრალი წევრი გამგებლის კაბინეტში შევარდნას ცდილობდა

თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი "ქართული ოცნების" წევრი როსტომ გავაშელაშვილი გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის კაბინეტში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც გამგებელსა და გავაშელაშვილს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თერჯოლის გამგებელსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია