ლანჩხუთში მგელმა ძროხა დაკბინა

ლანჩხუთში მგელმა ძროხა დაკბინა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მგელმა ძროხა დაკბინა. ადგილობრივთა თქმით, ეს მგლების მიერ საქონელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

"რამდენიმე წლის წინაც დამიკბინა მგელმა საქონელი, გასულ წელს კი ერთად ორი სული პირუტყვი დამიგლიჯა. თითქმის თვე არ გავა, რომ სოფელში ვინმეს მსგავსი ამბავი არ შეემთხვას. ღორს ავადმყოფობა წყვეტს, პირუტყვს მგლები გვიჭამს, აღარაა ჩვენი საშველი. არ ვიცი კონკრეტულად ვინ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება? ადრე თუ ტურის და მგლის ტყავს ჩააბარებდი, აქეთ გაძლევდნენ ფულს, ახლა თუ მოკალი, პირიქით დაგაჯარიმებენ", - ამბობს დაზარალებული ნაზი ბოლქვაძე.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია