ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა საკუთარი მანქანით მამაკაცი იმსხვერპლა

ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა  საკუთარი მანქანით მამაკაცი იმსხვერპლა

ახალქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის თანამშრომელი მერუჟან აბრამიანი ემსხვერპლა. აბრამიანს ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს აბრამიანის მანქანაში მისი თანამშრომლები და მეუღლე ისხდნენ. შემთხვევა 27 მარტს მოხდა.

უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განცხადებით, აბრამიანს მანქანა გაუფუჭდა და გზიდან გადააყენა, რა დროსაც მოხდა ავარია.

"თავად გზის მეორე მხარეს მანქანის ნაწილის საყიდლად გადავიდა, ამ დროს კი პოლიციის თანამშრომელმა, გამომძიებელმა ბურჯანაძემ საკუთარი მანქანით დაარტყა. მერუჟანი ადგილზე გარდაიცვალა. ბურჯანაძე პოლიციას მაშინვე ჩაბარდა", - ამბობს პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია