ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი დაჭრეს

ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი დაჭრეს

ოზურგეთში ადგილობრივი სპორტსკოლის კალათბურთელი ა.ჯ დაჭრეს. 16 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაზარალებულის ბებიის ინფორმაციით, მისი შვილიშვილი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე   სახლში იყო და კომპიუტერთან მუშაობდა, რა დროსაც მას ტელეფონით დაუკავშირდნენ.

"მითხრა, ამ წუთში მოვალო და რომ შემოვიდა, სულ გასისხლიანებული იყო, მეზობლად მცხოვრებ ექთანს დავუძახე და საავადმყოფოში გადავიყვანეთ," - იხსენებს ბებია.

დაშავებულმა თავდაპირველად მომხდარი ფაქტი დამალა და განაცხადა, რომ შუშაზე დაეცა. დაჭრილი არასრულწლოვანი ახლა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 29 მარტს მოხდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია