ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ახალციხეში მცხოვრებ 37 წლის ქალს ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ. ორი შვილის დედა ანაიდა ოგანესიანი სახლიდან 18 მარტს დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. როგორც დაკარგულის დედა მარეტა ოგანესიანი ამბობს, ქალიშვილს ბოლოს 18 მარტს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ესაუბრა, თუმცა უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. საღამოს რომ დააგვიანა, დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ოჯახმა დახმარების თხოვნით პოლიციას 20 მარტს მიმართა.

"ორი ღამე რომ არ მოვიდა, პოლიციაში წავედი და განვაცხადე. აქამდე ასე გაუფრთხილებლად არსად წასულა. ვერ ვხვდები, სად უნდა წასულიყო", - ამბობს დაკარგულის დედა.

დაკარგულის დედა ამბობს, რომ 18 მარტს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ანაიდა ბიძასთან მივიდა:

"ბიძამისისგან მალე წამოსულა, უთქვამს მეჩქარებაო. ჩემმა მაზლმა გამოაცილა და დაინახა,  როგორ ჩაჯდა ტაქსიში. მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს გაუჩინარებულის დედა.

მარეტა ოგანესიანი ფიქრობს, რომ მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლმა უნდა იცოდეს: "ის კი ამბობს, არაფერი ვიციო. ტაქსის შესახებ პოლიციასაც ვაცნობე. საქართველოს პასპორტი სახლში აქვს დატოვებული, ამიტომ მგონია, რომ საქართველოდან წასული არ იქნება", - ამბობს მარეტა ოგანესიანი.

გაუჩინარებულ ანაიდა ოგანესიანს 14 და 7 წლის შვილები ჰყავს, ხოლო მეუღლე რუსეთში ცხოვრობს. თავად დაახლოებით ორი წელია ახალციხის ბაზარში, სარეცხი საშუალებების განყოფილებაში მუშაობს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია