მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი

მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი

"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნიჭიერ და შთაგონებულ რეჟისორთან ვმუშაობდი. სპილბერგთან თანამშრომლობა არ იყო რთული. გადაღებაზე ისეთი პირობები შექმნა, რომ არავის უნდოდა სახლში წასვლა. ახლა ფილმს, როგორც ყველა, თვითონაც ველოდები," - ამბობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც სტივენ სპილბერგმა ფილმში "ჯაშუშების ხიდი" გადაიღო და რომელსაც მაყურებელი ოქტომბერში იხილავს. ქართველმა მსახიობმა საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შექმნა. აღნიშნულ სურათში მთავარ როლს ტომ ჰენქსი თამაშობს. ნამუშევარი ახლა მონტაჟის პროცესშია.

მერაბ ნინიძე ამჟამად ვენაშია, სხვა ფილმზე მუშაობს და ამიტომ დღეს თბილისის კინოთეატრებში მისი და კახი კავსაძის მონაწილეობით ახალი კრიმინალური კომედიის "შავი და თეთრი" პრემიერას ვერ დაესწრება. ფილმში ასევე მონაწილეობს რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი - ალექსეი ჩადოვი. მერაბს დაღესტნელის როლი აქვს.

გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი ანგელოზად ევლინება კაცს, რომელსაც არ უყვარს კავკასიელები. როგორც ამბობენ, რუსულმა კრიტიკამ მერაბ ნინიძის კომედიური როლი დადებითად შეაფასა და მაყურებელმაც ასევე მიიღო. მოკლედ, საინტერესო ამბები ვითარდება "შავისა და თეთრის" მთავარი გმირების - მერაბ ნინიძის და ალექსეი ჩადოვის გარშემო.

ფილმის რეჟისორია ევგენი შელიაკინი.

"ჩემთვის არატიპური და არასახასიათო როლი მომცეს, რაც საჩუქარი იყო მსახიობისთვის. გულწრფელად ვეტყვი მაყურებელს, ეს ფილმი გულს გაუხსნის ყველას, რადგანაც ძალზე ადამიანური და თბილია, - აცხადებს მერაბ ნინიძე იმ როლზე, რომელსაც სულ მალე ქართველი მაყურებელი მართლაც გაიცნობს.

ბოლო დროს კი მსახიობს მთავარი წარმატება 2003 წელს ოსკაროსან ფილმში - "არსად აფრიკაში" ნათამაშებმა მთავარმა როლმა მოუტანა; მისი პარტნიორი იყო ჯულიან კიოლერი;

ახლა კი ქართველები დედაქალაქის კინოთეატრებში მისი და კახი კავსაძის ახალ კინოსახეებს იხილავენ.

ლალი ფაცია

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"