ასეთებიც ხდება - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი პაციენტის ახლობლებმა სცემეს

ასეთებიც ხდება - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი პაციენტის ახლობლებმა სცემეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე მივიდა. შეტყობინების თანახმად, პაციენტს ფეხის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული. ექიმებს ადგილზე დახვდა 5 ნასვამი პირი, რომლებმაც მედიკოსებს პაციენტისთვის პირველადი დახმარების გაწევის საშუალება არ მისცეს.

"ნასვამმა პირებმა ექიმებს ანამნეზის დაწერის საშუალება არ მისცეს და გადავიდნენ აგრესიულ შეტევაზე. ისინი თვითნებურად გაჰყვნენ სასწრაფოს, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მძღოლი ცდილობდა დაშავებულის საკაცით რეანიმობილიდან გადმოყვანას, ნასვამმა პირებმა მასზე განახორციელეს აგრესიული თავდაცხმა და მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემი მძღოლის მდომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია