მდინარე ალაზანში 45 წლის მამაკაცს ეძებენ

მდინარე ალაზანში 45 წლის მამაკაცს ეძებენ

მდინარე ალაზანმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

"ალაზანი ადიდებული იყო. ბიძაჩემი ნასვამი იყო. რაღაც მომენტში თავი ვერ შეიკავა და მდინარეში ჩავარდა. თვითმხილველებს დაუნახავთ, რომ მდინარეს მიჰქონდა. დიდი შანსია, რომ წუხანდელი ჩავარდნილი ცოცხალი აღარ იყოს. ნეტა ცოცხალი იპოვონ", - განუცხადა Knews.ge-ს გიგია მექუდიშვილის ძმისშვილმა, ნათია მექუდიშვილმა.

მყვინთავები მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

წყარო: knews.ge

"კახეთის ხმა"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია