საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ერთ-ერთი ყველაზე "მაჩანჩალა" დარგია, შესაბამისად, 2014 წლის სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. რაც შეეხება 2013 წლის ოფიციალურ მონაცემებს, შარშანწინ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 430 ათასამდე ადამიანი ღატაკთა კატეგორიაში გადიოდა. ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე წელია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი არ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ცვლილება, ახალი საინვესტიციო პროექტები, სადღაც ასობით გახსნილი საწარმო მოსახლეობის ცხოვრების დონეს ვერ ცვლის.

ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სტატისტიკის მონაცემები დაკნინებული და არასწორია. რეალურად, თუკი ამ მაჩვენებელს 2005 წლის მეთოდოლოგიით დავითვლით (მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა) ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საართველოში სიღარიბის დათვლის რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. როგორც ყოველთვის ნეგატიური მონაცემების შემცველი კრიტერიუმის დადგენა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება, რომელიც ნაკლებად დრამატულ სურათს ხატავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო არჩვაძის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო სუბსიდიებისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ხარჯზე სიღარიბის მაჩვენებელი ცოტათი შემცირდება.

"სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბევრ მიმართულების სუბსიდირებას ახორციელებს. ამასთანავე, განათლების სისტემას აქვს - უფასო სახელმძღვანელოები, სამედიცინო მომსახურების საკმაოდ დიდ წილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. შესაბამისად, ამ კუთხით მოსახლეობის პირადი ხარჯი იზოგება. შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი 2014 წელს უნდა შემცირდეს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იხილეთ გაგრძელება