კოტე თოლორდავას გარდაცვალების გარემოებებზე მოსკოვის პოლიცია პირველ ინფორმაციას ავრცელებს

კოტე თოლორდავას გარდაცვალების გარემოებებზე მოსკოვის პოლიცია პირველ ინფორმაციას ავრცელებს

დღეს გამთენიისას რუსულმა მედიამ, სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, მსახიობ კოტე თოლორდავას სიკვდილის გარემოებების შესახებ პირველი ინფორმაცია გაავრცელა.

საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასს"-ის ინფორმაციით, კოტე თოლორდვას ცხედარი სამართალდამცველებმა მოსკოვის სასტუმროს ნომერში 11 აპრილს 16:00 აღმოაჩნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გამთენიისას გარდაიცვალა.

"გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ამ დროისათვის შემოწმება მიმდინარეობს", - განუცხადა სააგენტოს ჟურნალისტს კონფიდენციალურმა წყარომ.

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა კახა მელითაურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

"სამწუხაროდ, დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ გადაღებაზე არ მივიდა და როცა სასტუმროში მიაკითხეს,

ნომერში დახვდათ გარდაცვლილი. ქართული მხარე მომხდარის საქმის კურსშია, ანუ კოტე იქ მარტო აღარ არის - ჰყავს პატრონი და საკმაოდ აქტიური პატრონაჟი მიმდინარეობს. ორშაბათს გვექნება პასუხი, როდის მოხდება საქართველოში მისი ჩამოსვენება", - აღნიშნა კოტე თოლორდავას სიმამრმა.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-სა და "კურიერი"-ს ინფორმაციის მიხედვით

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"