ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები

1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ნინო კასრაძე ტყუპისცალი გახლავთ.

მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო. ნინოს ახლობლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ გოგონა საქართველოში ნომერი პირველი რეჟისორის რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე საუკეთესო როლებს შეასრულებდა.

თეატრალურში ჩაბარების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, პირველ ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ბედს არ დანებდა და კიდევ სცადა. 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი ''სეჩუანელი კეთილი ადამიანი''ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო ''ლედი მაკბეტი'', ''ქალი გველი'', ''ჰამლეტი''და უამრავი სპექტაკლი რუსთაველის სცენაზე.

გამორჩეული სილამაზისა და არტისტიზმის მსახიობი თეატრალურ წრეებში მალე აღიარეს, მაგრამ ნინო კასრაძე ყოველთვის თეატრის ერთგული რჩებოდა. 1996 წლიდან დღემდე რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მსახიობი იმ წლებში კინოსთვის ვერ იცლიდა.

მოგვიანებით ნინო დარასელთან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ გული სწყდება, თავის დროზე უარი რომ თქვა როლებზე, განსაკუთრებით კი ერთ ფილმზე, რადგან მასში მონაწილე მსახიობებიდან დღეს ბევრი გარდაცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც თეატრის უნიჭიერეს მსახიობს, ხალხი იცნობდა, არასოდეს აღაფრთოვანებდა პრესასთან ურთიერთობა და დღემდე ასეა.

წლების განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ჟურნალისტებთან მუდმივად დისტანციას იჭერდა. არ სწყალობს ტელეჟურნალისტებსაც. არასოდეს დადის სტუმრად გადაცემებში, რა თემასაც უნდა ეხებოდეს, და მით უმეტეს, არც საკუთარ ისტორიებს ჰყვება ღია ეთერში.

მისი ცხოვრების შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის.

ნინო გვიან გათხოვდა. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. წლების წინ ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.

კასრაძეს არამხოლოდ ქართველი მსახიობებისგან, არამედ სხვა ქვეყნის კოლეგებისგანაც ერთი უცნაურობა გამოარჩევს. ის არის მცირე გამონაკლისი ქართველ მსახიობებს შორის იმით, რომ არასოდეს გახვეულა სკანდალში, მისი პირადი ცხოვრება არ ყოფილა გარჩევის საბაბი და არც ჭორების ქარ-ცეცხლში გაუტარებიათ.

იხილეთ გაგრძელება