"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო

"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო

გაზეთ "ასავალ-დასავალში" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სვეტი გამოქვეყნდა, რომელიც ავტორმა დაასათაურა, როგორც "(არა)მოდელირებული ტრაგედია" და მკითხველს "ზეციურ საქართველოში იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა" შესთავაზა.

"დიალოგმა" გარდაცვლილებს შორის საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მოცემული "დიალოგით" ავტორმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას ვაზაგაშვილისა და ხარძიანის ტრაგედია. ისინი საკუთარ მოსაზრებებს "ფეისბუქზე" გამოხატავენ. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს გაზეთში დაბეჭდილი "დიალოგიდან".

***

"ასავალ-დასავალი"/ (არა)მოდელირებული ტრაგედია/ "იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში"

- გამარჯობა, იური. აი, მეც მოვედი შენთან.

- ბესო, შენა ხარ, ბიჭო?! შენ აქ რა გინდა? როგორ გაბედე აქ მოსვლა? მე ხომ შენ იქ დაგტოვე, ბიჭებთან ერთად, რომ ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანათ? აქ რა უფლებით მოხვედი, ძმაო?!

- რა ვქნა, იური, მეც იმათ გამომისტუმრეს აქ, ვინც შენ. რა ვქნა, არც მე დამაცალეს, ძმაო. ესენი, ალბათ, შენი ბიჭები არიან, არა?

- კი, ეს ჩემი ზვიადია, ეს ჩემი ზურაა. ხომ ხედავ, გვედიდან არ მშორდებიან, მონატრებიათ მამა, მაგრამ თვალებში ვერ ვუყურებ, ბიჭო, ისე მოვედი, რომ ზურას თავის მკვლელების დასჯის ამბავიც ვერ მოვუტანე.

- ზურას მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 კაცია დაჭერილი და კიდევ გრძელდება საქმე. სხვებსაც დაიჭერენ, ალბათ. ნეტავი, შენ მოსწრებოდი ამ ამბავს, ჩემო იური!

- ზურა, გაიგე მამა? ის ნაძირლები დაუჭერიათ, აგერ, ბესომ მოიტანა ამბავი. ბესო, თავზე რა გჭირს, ბიჭო, რა ჭრილობა გაქვს?

- მეც, შენი ზურიკოსავით საკონტროლო გასროლით მომკლეს, იური. ჩემი სახლის სადარბაზოსთან მესროლეს. შენ ხომ შენი შვილების სადლავზე აგაფეთქეს და მე ჩემს შვილებთან სახლში ასვლა არ მაცალეს, ძმაო...

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?