სასტიკი მკვლელობა აბაშაში - "მოკლულს არც თავი ქონდა, არც ხელები და არც ფეხები"

სასტიკი მკვლელობა აბაშაში - "მოკლულს არც თავი ქონდა, არც ხელები და არც ფეხები"

აბაშაში 52 წლის ტოტია მესხია საკუთარი თოფით მოკლეს, ცხედარი კი კარავში დაწვეს. ოჯახი ფერმერს ორი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა, სამშაბათს კი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დამწვარია გარდაცვლილის ფერმაც და წაყვანილია საქონელი. შემთხვევა 12 აპრილს მოხდა.

დანაშაული ფერმერის 22 წლის თანაშემწემ აღიარა. ოჯახის განცხადებით, მან მკვლელობის შემდეგ 2 დღის განმავლობაში ფერმა გაქურდა. დადგენილია სასაკლაოც, სადაც საქონელი ჩააბარეს.

საქმეზე გამოძიებამ 3 პირი დააკავა. ოჯახის წევრები სასტიკი მკვლელობის დეტალებს ჰყვებიან.

"მოკლულს არც თავი ქონდა, არც ხელები და არც ფეხები. მარტო ნაწლავები და ნეკნები უჩანდა. ცხედარს ძაღლები და კატები ჭამდნენ," - აცხადებენ ოჯახის წევრები, რომლებიც მკვლელობაში მონაწილე სამივე პირის დასჯას ითხოვენ.

წყარო: kutaisitoday.com

kutaisitoday.com

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია