"ევრონიუსი" - საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი

"ევრონიუსი" - საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი

"ევრონიუსის" შეფასებით, "საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი". ამ სათაურით "ევრონიუსმა" საქართველოში ლარის გაუფასურების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც სიიუჟეტშია აღნიშნული , საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი გასული წლის ნოემბრიდან 20%-ით გაუფასურდა.

"რუსული რუბლის გაუფასურებამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ძირი გამოუთხარა, შექმნილ ქაოსს უკრაინაში არსებული ვითარებაც დაემატა", - ნათქვამია "ევრონიუსის" რეპორტაჟში.

"ევრონიუსი" ციტირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის კომენტარს, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა ეკონომიკურ ვითარებას ვერ შველის. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მცირე მოვაჭრეები შიშით უყურებენ მომავალს.

"ბევრი მცირე საწარმო დაიხურება. ვფიქრობ, საქართველოში მცირე ბიზნესი მოკვდება. თუ ეს ვითარება ექვს თვეს მაინც გასტანს, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ გადარჩება", - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

"ეკონომიკური სტაგნაცია ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია. გასულ თვეს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რომლებმაც ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა", - ნათქვამია "ევრონიუსის" სიუჟეტში.

"ინტერპრესნიუსი"

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

თბილისში, "ნიკორას" მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში“ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა