ლაგოდეხში 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ლაგოდეხში 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 21 წლის ჯოშკუნ ახვერდიევი მოკლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კაბალის რწმუნებულმა ნამაზ ალახვერდიევმა განუცხადა, ცხედარი სოფელ ფონას გადასახვევთან, მანქანაში აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, დანით აქვს მიყენებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ მკვლელობა გვიან ღამით, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა და მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ს განცხადებით, მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია