ქუთაისში, უზნაძის 28 ნომერში კერძო სახლის ჭერი ჩამოინგრა, რომელმაც 88 წლის ზურაბ ჯიშკარიანი მოიყოლა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნანგრევებიდან დაშავებულის გამოყვანა შეძლეს. მოხუცს მცირე მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიზე აცხადებს, სახლში სოცილურად დაუცველები ცხოვრობდნენ. შენობა გადახურვის პროგრამაშია შეყვანილი და რამდენიმე დღეში სახურავი შეკეთდება.
წინასწარი ინფორმაიცით, ჭერის ჩამონგრევა დაზიანებულმა სახურავმა გამოიწვია.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.