გლდანის მე-2 მიკრორაიონში შუა ხნის მამაკაცმა თავი, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემების გამო მოიკლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აქვთ ინფორმაცია, რომ მამაკაცს, რომელიც 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, ვალი ჰქონდა.
აღსანიშნავია რომ, გარდაცვლილი მე-2 მიკრორაიონის მაცხოვრებელი არ იყო. ის გლდანის ა/მიკრორაიონში ცხოვრობდა. შესაბამისად, 33-ე კორპუსის მაცხოვრებლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რატომ მივიდა მამაკაცი მაინცადამაინც მათთან და რა შეხება ჰქონდა 33-ე კორპუსთან.
ადგილობრივების განმარტებით, მათ სახურავზე ასული მამაკაცი დაინახეს, რის გამოც სთხოვდნენ და მოუწოდებდნენ, რომ არ გადმომხტარიყო.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე ჯერ არ მისულან არც მისი ახლობლები.