ჩოხატაურში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი "მარულა" სრულად დაიწვა

ჩოხატაურში  უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი "მარულა" სრულად დაიწვა

ჩოხატაურში, სავაჭრო ცენტრი "მარულა" დაიწვა. ჩოხატაურის გამგებლის წარმომადგენელი გოჩა ჯინჭარაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, მაცივრიდან გაჩნდა.

"მარულას" მფლობელის, პაატა ოსეფაიშვილის თქმით კი, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

"ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ შემიძლია გითხრათ, რომ ცეცხლი მაცივრიდან გაჩნდა და შემდეგ შენობის შიდა ნაწილს მოედო. დამწვარია სასურსათო ინვეტარის ნაწილი და ასევე სხვადასხვა სახის პროდუქტი", - განაცხადა პაატა ოსეფაიშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია