ბათუმში 28 წლის ახალგაზრდა ქორწილის შემდეგ მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდა

ბათუმში 28 წლის ახალგაზრდა ქორწილის შემდეგ მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის აივნიდან 28 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა, თამარ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 29 წლის იმედა მჟავანაძეს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. იგი ოპერაციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა.

"შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება. იქ მყოფთა გადმოცემით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარდა სიმაღლიდან. მას ჰქონდა პოლიტრავმა მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ", - აღნიშნა თამარ ბერიძემ.

იმედა მჟავანაძე ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. ის ბათუმში ახლობლის ქორწილში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ახალაგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია