სწავლა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად

სწავლა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად

ინტერვიუ ბრიტანული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ – ნინო მგელაძესთან:

ბრიტანული ცენტრი ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობას მუდმივად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ინგლისური ენის კურსებით, თუმცა ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაყრდნობით ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

ბრიტანული ცენტრი თანამშრომლობს და საქართველოში წარმოადგენს ისეთი წამყვანი ბრიტანული სკოლების პარტნიორს, რომელთა სწავლების უმაღესი ხარისხი აღიარებულია Quality English, Education UK, British Council, English UK, Education UK, Private Further Education და სხვა სწავლების დონის განმსაზღვრელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გამომდინარე იქედან, რომ ბრიტანული ცენტრი თავისი საქმიანობის ფარგლებში მუდამ ორიენტირებულია ხარისხზე, უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებული ასობით სკოლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი სწავლების უმაღლესი ხარისხის გამო მსოფლიო მასშტაბით სარგებლობენ საუკეთესო რეპუტაციით.

ყველა ჩვენ პარტნიორ სკოლაში ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს Quality English (The Best of Independent English Language Schools) მიერ აღიარებული უმაღლესი სტანდარტის მქონე კომპლექსური სასწავლო პროგრამებით.

აღნიშნული სკოლები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. სკოლებში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი კლუბები, რაც ხელს უწყობს სწავლების და ენის პრაქტიკის გაღრმავებას, ტარდება ყოველდღიური საღამოს აქტივობები, ასევე სკოლების მიერ ხდება სხვადასხვა ექსკურსიების ორგანიზება დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყებში.

ჩვენი პარტნიორი სკოლები მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს, მათი მოთხოვნილებების შესაბამისად სთავაზობენ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს, როგორიცაა:

• ზოგადი ინგლისური კურსები

• სემესტრული და აკადემიური პროგრამები

• საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები

• ბიზნეს და პროფესიული ინგლისურის კურსები

• ოჯახური პროგრამები

• თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამები

• პროგრამა - შობა და ახალი წელი ლონდონში

• ინდივიდუალლური სწავლების კურსები, სხვადასხვა მიმართულებებით და სხვა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტნიორი ბრიტანული სკოლები ზრდასრულების გარდა ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ბაშვებს სთავაზობენ ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებს. აღნიშნული კურსები ტარდება დიდი ბიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯებში, სადაც ფუნქციონირებს ბაშვებისთვის სპეციალურად შემუშავებული მრავალფეროვანი სასწავლო-შემეცნებითი, გასართობი და სპორტული პროგრამები (ცურვა, ცხენოსნობა, ფეხბურთი, კალათბურთი, გოლფი.), საღამოს საათებში ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი თამაშები და საბავშვო დისკოთეკები. ასევე, კვირაში 2-ჯერ ეწყობა შემეცნებით ექსკურსიები სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბაშვების უსაფრთხოებას. სკოლების ტერიტორია დაცულია და უცხო პირები არ დაიშვებიან.

ბრიტანეთის უდიდეს სკოლებთან თანამშრომლობა ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაონ და პრაქტიკაში გადაიტანონ ინგლისური ენის ცოდნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწობს ქართული კულტურის ექსპორტს და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას აღნიშნულ სკოლებში შეკრებილ მულტი-ეროვნულ საზოგადოებებში.

www.britishcentre.ge

ტელ: 291 00 60

210 27 57

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი