ავტომობილი, რომელიც თქვენს ენაზე ლაპარაკობს, - სპეციალისტები ასეთ შეფასებას "Land Rover"-ის ოჯახის ახალ წევრს, "Discovery Sport"-ს აძლევენ, რომელიც უკვე საქართველოშია. მეტიც, უკვე ორი დღეა პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ბრენდის ახალი პროდუქტი გაყიდვაშიც "ჩაეშვა" და აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, სადაც მისი ექსკლუზიური დილერის, კომპანია "ჯი-თი-მოტორსის" წარმომადგენლობაა განთავსებული, ყველაზე გემოვნებიან ავტომოყვარულებს ელოდება.
"Discovery Sport"- ეს ისაა, რომელიც ექსტრიმის და თავგადასავლების მაძიებლებს ახალი ისტორიების შექმნას ჰპირდება. დიახ, მისი, ისე როგორც ზოგადად "Land Rover"-ის ამბიციაა იაროს არა მხოლოდ იქ, სადაც გზებია, არამედ აითვისოს შეუსწავლელი ტერიტორიები, მისი ექსტრემალური შესაძლებლობებითა და სიმძლავრით, ძლიერი კონსტრუქციითა და შეუდარებელი მახასიათებლებით კი შეცვალოს ისტორია და დაიპყროს არამხოლოდ ნებისმიერი ადგილი, არამედ მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის გულიც.
მაშ ასე, გსურთ იმოგზაუროთ უცნაურ და შეუსწავლელ ადგილებში? - მაშინ "Discovery Sport"- თქვენთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია, ვინაიდან ეს არის ნამდვილი "Land Rover"-ი, რომლისთვისაც ყველაზე რთული პირობებიც კი არაფერია. ასფალტზე, ხრეშზე, ქვიშაზე და თოვლზე ავტომობილს საგზაო პირობებთან ადაპტაციის სისტემა "თერრაინ ღესპონსე" ეხმარება ესმოდეს თქვენი ყველა მოძრაობა, რომელიც წარმოუდგენელი მართვის კონტროლს მოგანიჭებთ. ოფიციალური ინფორმაციით, "Discovery Sport"-მა გაიარა გამოცდა გზების და უგზოობის ყველაზე მკაცრ პირობებში 18 თვის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე.
"საგზაო პირობებთან ადაპტაციის სისტემას გააჩნია შემდეგი რეჟიმები: "ბალახი, ხრეში, თოვლი", "ტალახი, ნაკვალევი" და "ქვიშა". Terrain Response-ს ტრასისთვის დამატებით აქვს რეჟიმი Dynamic, რომლის მეშვეობითაც მართვაში ჩართულობა კიდევ უფრო მაღალი ხდება, ხოლო ხელსაწყოები ნათდება წითელი ფერით. ახალი "Discovery Sport"- ეს არის ჭეშმარიტი Lანდ ღოვერ და მას ვერაფერს დააკლებს ურთულესი პირობები. ასფალტზე, ხრეშზე, ქვიშაზე ან თოვლზე საგზაო პირობებთან ადაპტაციის სისტემა - თერრაინ ღესპონსე ეხმარება თქვენს ავტომობილს დაემორჩილოს ყოველ თქვენს მოძრაობას, ხოლო თქვენ — იგრძნოთ განუმეორებელი კონტროლი. სტაბილიზაციის სისტემები აუმჯობესებენ გზასთან შეჭიდულობას: ისინი ამცირებენ ძრავის გაწევას დამუხრუჭების და აჩქარების ოპტიმიზაციით", - აცხადებენ ბრენდის ექსკლუზიურ დილერ კომპანიაში.

"Land Rover"-ის ოჯახის ახალი წევრი დახვეწილი სტილით, მდიდრული აღჭურვილობით, კარგი გამავლობით და მაღალი დინამიკური მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. გამორჩეულია თავის კლასში საუკეთესო უნივერსალურობითა და დამატებითი 5+2 დასაჯდომი ადგილებითაც, რომელსაც ემატება ხარისხის განსაკუთრებული დონე და დამუშავებული და სრულყოფილი მასალა. მხოლოდ ბარგისთვის განკუთვნილი სივრცე რომ ავიღოთ - 829 ლიტრამდე მოცულობის საბარგულის განყოფილებას აქვს ჩაშენებული ოპციონალური სავარძლები, რომლითაც აღნიშნული ავტომობილის მფლობელს შეეძლება როგორც მგზავრების გადაყვანა, ისე ნებისმიერი აღჭურვილობის გადაზიდვასაც.
"Discovery Sport"- -ის სალონში არის ადგილი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ის ხელმისაწვდომია 7-ადგილიანი ვერსიით. მისი თვლების ბაზა უფრო კომპაქტურია, ვიდრე ეს სხვა 5-ადგილიან ყველგანმავლებს აქვთ", - განმარტავენ "ჯი-თი-მოტორსში."
"Land Rover"-ის ახალ პროდუქტში დანერგილია ასევე ინტუიციური ურთიერთქმედების უახლესი ტექნოლოგიები: 8-დიუმიანი სენსორული ეკრანი და საპროექციო დისპლეი საქარე მინაზე.
რაც შეეხება დიზაინსა და ინტერიერს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ძარის წარმოუდგენელი დიზაინი თავის გაგრძელებას პოულობს ავტომობილის სალონში: ზედაპირის თამამ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებში, ელეგანტურ ჩანართებსა და პრემიუმ კლასის ტყავში.
"ახალ Discovery Sport -ს გააჩნია ყველაფერი იმისთვის, რომ დატკბეთ მისი მართვით. ტექნოლოგიების რიცხვშია — Adaptive Dynamics და Mაგნეღიდე საკიდარის ადაპტირებული მართვის ოპციური სისტემა, რომელიც საჭესთან ურყევ თავდაჯერებულობას განიჭებთ", - ამბობენ საქართველოში ""Land Rover""-ის ექსკლუზიურ წარმომადგენლობაში და განმარტავენ, რომ "ეს ყველაფერი არ არის".
... და კიდევ... ახალი Discovery Sport აღჭურვილია ექსტრემალური დამუხრუჭების ინოვაციური სისტემით, რაც "ჯი-თი-მოტორსის" განმარტებით ნიშნავს იმას, რომ სისტემა სტერეო კამერების მეშვეობით, საბორტო კომპიუტერში აანალიზებს შეჯახების ალბათობას.
"ანუ ექსტრემალური დამუხრუჭება ხდება ავტომატურად, რომელსაც თან სდევს ხმოვანი სიგნალი - 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე სისტემა მძღოლს ეხმარება შეჯახების თავიდან აცილებაში, ხოლო 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე - ზიანის შემცირებაში", - განარტავენ "ჯი-თი-მოტორსში".
რაც შეეხება მთავარ შეკითხვას – არის თუ არა ულტრათანამედროვე "Discovery Sport"- -ი ეკონომიური? – გიხაროდეთ, პასუხი დადებითია. კომპანიის ინფორმაციით, ოპციური სისტემა ალაგებს ავტომობილის ყველა სისტემას — ავტომატური გადაცემათა კოლოფიდან კლიმატ-კონტროლის სისტემამდე, რის შედეგადაც მცირდება საწვავის ხარჯი და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი. ოფიციალური მონაცემებით, ""Land Rover"-ის ოჯახის ახალ წევრს Discovery Sport-ის მარკის ავტომობილებს 2.0 ლ მოცულობის ბენზინის და 2.2 ლ მოცულობის ტურბო დიზელის ძრავი აქვთ. ის ბენზინის ძრავის შემთხვევაში ქალაქში 10,6 ლ-დან 10,9 ლ-მდე, ქალაქ გარეთ კი 6,5 ლ-დან 6,8 ლ-მდე საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება დიზელის ძრავს, ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება ქალაქში 7,2 ლ-დან – 7,5 ლ-მდე და ქალაქ გარეთ – 5,3 ლ-დან – 5,5 ლიტრამდე შეადგენს.
Discovery Sport-ის ტექნიკურ მახასიათებლებს შორისაა პარკირების ახალი სისტემაც, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გამარტივებულს ხდის და უკან სვლით მოძრაობისას მოახლოებული ავტომობილების აღმოჩენის სისტემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში გაფრთხილებთ შესაძლო საფრთხის შესახებ.
"Land Rover"-ის ოჯახის ახალი წევრი - "Discovery Sport"-ი ქართულ ბაზარზე 25 აპრილიდან გამოჩნდა. ის კომფორტისა და სიამოვნების მოყვარულ მყიდველებს უკვე ელის და მათ ავტოისტორიაში ახალ თავგასავლებს ჰპირდება...
R