ახლა უკვე სტუმრებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ეწვიონ "ჭაშნაგირს" კოტე აფხაზის (ლესელიძის) 25 ნომერში. ამ ფილიალს როგორც სხვა დანარჩენს, გამორჩეული გემო და მაღალი სტანდარტის მომსახურება გამოარჩევს . კერძების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე პროფესიონალთა მთელი გუნდი ზრუნავს.
"ჭაშნაგირი" 2012 წელს შეიქმნა და ამჟამად კომპლექსი ოთხი უმაღლესი ხარისხის კვების ობიექტს აერთიანებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ.
ქსელის წარმატებას ადასტურებს გასულ წელს მიღებული რამდენიმე ჯილდო. 2014 წელს ჯგუფი "წარმატებული ახალი ბრენდის" და "გემოს მაღალი სტანდარტის" სერთიფიკატის და დიპლომის მფლობელი გახდა.
"ჭაშნაგირის" მმართველი მენეჯერი ლევან ლეკიშვილი:
"ჭაშნაგირი მომხმარებელზე ორიენტირებული ქსელური ჯგუფია,რომლის მიზანია ევროპული სტანდარტების დანერგვა, სტუმრებისთვის მუდმივი ინოვაციის შეთავაზება, მაღალი ხარისხის სერვისის, პროდუქტისა და ატმოსფეროს შექმნა.
ჩვენ სისტემატიურად შევისწავლით მომხმარებლის მოთხოვნებს და ანალიზის საფუძველზე ვვითარდებით.
ჯგუფი, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც ეცდება შეინარჩუნოს ღისრეული პოზიცია ლიდერ ქართულ ბრენდებს შორის."
R