2015 წელი, 29 აპრილი, თბილისში, საქართველო
KFC ის ახალი რესტორანი უკვე საბურთალოს გუდვილის სავაჭრო ცენტრში
KFC (ინგლ. Kentucky Fried Chicken) — მსოფლიოში სახელგანთქმული სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელი, სპეციალიზირებული ქათმის კერძების მომზადებაზე, აგრძელებს გაფართოებას. დღეს მომხმარებლებისათვის KFC-ის უკვე მეორე რესტორანი გაიხსა საბურთალოს გუდვილის სავაჭრო ცენტრში. მისამართი: ქავთარაძის 1
დღეიდან უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გვეწვიოს და დააგემოვლოს KFC ის პროდუქცია.
"ჩვენ გვიხარია რომ ესეთ მოკლე დროში შევძელით ახალი რესტორანი გაგვეხსნა და KFC –ის გემრიელი და განსაკუთრებული რეცეპტით დამზადებული ქათმის პროდუქცია შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის. ველოდებით კიდევ მეტ სტუმარს და ვიმედოვნებთ რომ ერთგული ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო გაიზრდება“ - მარკეტინგის დირექტორი მაკო მეტრეველი
KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
KFC-ის ბრენდის ქვეშ მსოფლიოში 18 000-ზე მეტი რესტორანი ოპერირებს მსოფლიოს 115 ქვეყანაში, რომელთაგან 30% არის კორპორატიული, ხოლო 70% ფრენჩაიზინგის ლიცენზიის თანახმად გახსნილი.
KFC-ის რესტორნების ქსელს საქართველოში "Iberia Food Company“ წარმოადგენს. ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც Iberia Food Company-სა და KFC-ის შორის გაფორმდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში KFC -ის 10 რესტორანი გაიხსნება.
მარკეტინგის დირექტორი
მაკო მეტრეველი
597970393
R