საერთაშორისო საფინანსო კომპანია VIVUS.GE Golden Brand (ოქროს ბრენდი) 2014-ს მფლობელი გახდა.
დაჯილდოვება გაიმართა 24 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. ღონისძიებას უმასპინძლა კომპანია Global Idea-მ და გაზეთმა The Financial. ცერემონიის განმავლობაში დაჯილდოვდნენ საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.
„ოქროს ბრენდის“ წოდება ჩვენი კომპანიისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს VIVUS.GE-ს ლიდერობას ონლაინ სესხების სფეროში. ასევე, ეს დიდი აღიარებაა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ მხოლოდ 2 წელია რაც ოპერირებს. მინდა აუცილებლად გავუსვა ხაზი, რომ ოქროს ბრენდის მფლობელები ვერ გავხდებოდით, რომ არა ამხელა ნდობა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა. ჩვენი სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია, შესაბამისად შემდგომ წლებშიც არ ვაპირებთ ლიდერი პოზიციის დათმობას და მომხმარებლებს თუ პარტნიორებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ “ - განაცხადა VIVUS.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერმა გურამ შეროზიამ.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვება ყოველწლიურია და საქართველოში უკვე მეათედ იმართება. დაჯილდოების ცერემონიის მხარდამჭერები ამჟამადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ამერიკის სავაჭრო პალატა იყვნენ.
R