რა სიახლეებს სთავაზობს "პალიტრა L" და "ბიბლუსი" მკითხველს

რა სიახლეებს სთავაზობს "პალიტრა L"  და "ბიბლუსი" მკითხველს

"პალიტრა მედიის " გამომცემლობა პალიტრა L და წიგნების მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი მკითხევლს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს. იყო დრო როცა წიგნის შეძენა ძვირი ფუფუნება იყო, მაგრამ დღეს პალიტრა L -ისა და ბიბლუსის დიდი დამსახურებაა რომ უმეტეს ოჯახებში წიგნის თაორები მრავალფეროვანი ლიტერატურით შეივსო.

თუმცა მთავარი წიგნის თაროს შევსება არ არის, მთავარია ის, რომ ყოველი წიგნი მკითხველის თხოვნით და მათი გემოვნებით გამოიცემა.

პალიტრა L -ისა და ბიბლუსის სიახლეებზე კითხვებს მარკეტინგის მენეჯერები, სოფო საყევარაშვილი და მარიამ წამალაშვილი პასუხობენ.

მკითხველი:

რა არის თაობაL -ის მიზანი?

-თაობა L -ის მიზანი არის რომ გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა წიგნის კითხვით, მივაცვიოთ პალიტყრა L-ის მაღალი ხარისხის ლიტერატურის კითხვას. პროექტი დაიოწყო ერთი წლის წინ ახლა არის უკვე მეორე ეტაპი. ინიციატორები იყვნენ თავად სტუდენტები. ეს პროექტი გულისხმობს სტუდენტურ კონკურსს. ჩვენ ჩავერთეთ პირველივე ეტაპზე. პალიტრა L მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩვენ ვცდილობთ წიგნიერების პოპულარიზაციას.

მკითხველი:

როდის დაიწყება პროექტი "10 სამაგიდო წიგნი რომელიც უნდა გქონდეს"?

-ახალი პროექტი, რომელსაც გამომცემლობა პალიტრაL იწყებს არის წიგნების სერია, სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული. ეს არის წიგნები, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს წიგნები აერთიანებს ყველა თობის ინტერესს. არის საჭირო ყოველდღიურად. ეს წიგნები არის ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანებისთვის. გაყიდვაში გამოდის 4 მაისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. თვეში ერთხელ ჩვენს მკითხველს ექნება საშუალება ამ სერიის წიგნები სპეციალურ ფასად შეიძინოს. ამ სერიში გამოდის: "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"

მკითხველი:

ვის უნდა დავუკავშირდეთ ბიბლუსი გალერიში ღონისძიებებთან დაკავშირებით?

-"ბიბლუსი გალერიში" ღონისძიებებთან დაკავშირებით უნდა დაუკავშირდეთ მარკეტინგის სამსახურს. მკითხველს ვეტყვით ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს: ეს არის 2 48 68 44. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან დაგაკავშირონ კონკრეტულ პირებს და ჩვენ დაგეხმარებით ღონისძიებების განხორციელებაში.

ნანა:

აგათა კრისტის იუბილესთან დაკავშირებით პალიტრა L-ს რა სიურპრიზები აქვს?

-2015 წელი გამოცხადდა აგათა კრისტის წლად.  მთელ მსოფლიოში დაგეგმილია ძალიან ბევრი ღონიძიება და ბევრი სიურპრიზი ელოდება მკითხველს. ამ ღონისძიებას უერთდება პალიტრა L და ვეცდებით ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი შევთავაზოთ მკითხველს.

მკითხველი:

ლიბერთინსის აქცია რომელ რეგიონში გაგრძელდება?

- 31 მაისს არის ჩვენიო პროექტის ლიბერთინსის დაბადების დღე. ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების ერთად შეკრებას და მათ მიერ არჩეული ლიტერატურის გამოცემას პალიტრა L - გან. ასე რომ წიგნის ფესტივალზე იქნება ძალიან საინტერესო აქციები.

შემდეგი წიგნი, რომელიც ლიბერთინსის აქციის ფარგლებში გამოიცემა არის მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"  ამ წიგნის პრეზენტაცია თბილისში იგეგმება 5 მაისს. წიგნი გაიყიდება 50 პროცენტიანი ფასდაკლებით და გაიმართება კინოჩვენება. რაც შეეხება შემდეგ რეგიონს ეს იქნება რუსთავში.

ნანა:

რომელი აქციები იგეგმება უახლოეს დღეებში?

მკითხველი:

წიგნის ფესტივალზე რა სიახლე გექნებათ?

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას