12 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამგებელი საუბრობს - რა მოხდა ჩხოროწყუში

12 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამგებელი საუბრობს - რა მოხდა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც Ambebi.ge-ს კორესპოდენტი იტყობინება, 12 წლის მოზარდმა მეზობლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში გამგებლის, დავით გოგუას ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ბავშვს ბებია და ბაბუა ზრდიდნენ სოფელში, რადგანაც 2 წლის წინ მის დედას საბერძნეთში სამუშაოდ მოუწია წასვლა. ოჯახს სოციალურად არ უჭირს, უშუალოდ კლასის დამრიგებელთანაც მქონდა საუბარი, ისინი გაოგნებულები არიან, რადგანაც ბავშვს არასდროს არავისთან ჰქონია კონფლიქტი. ამ თემასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ", - ამბობს დავით გოგუა Ambebi.ge-სთან საუბრისას.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მარი შარანგია

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია