გურჯაანში, მონასტერში მოღვაწე ბერის თქმით, მოჭრილ ტოტზე სისხლიანი ჯვარი გამოისახა

გურჯაანში, მონასტერში მოღვაწე ბერის თქმით, მოჭრილ ტოტზე სისხლიანი ჯვარი გამოისახა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე X-XI საუკუნეების მონასტრის, სანაგირეს ეზოში ნეკერჩხლის მოჭრილ ტოტზე, ამავე მონასტერში მოღვაწე ბერის, მამა ევსების განცხადებით, სისხლიანი ჯვარია გამოსახული. მისი თქმით, ეს ღვთისგან მოვლენილი სასწაულია, რომელიც მრევლს რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ბერის განმატრებით, ჯვარი ნეკერჩხლის ტოტზე გიორგობამდე ორი დღით ადრე გამოისახა და გამოსახულებები თანდათან ფერმკრთალდება.

სანაგირე სოფელ ვაზისუბნის ტყეში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსში შედის X-XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და მასზე მიდგმული შუა საუკუნეების ერთნავიანი ბაზილიკა, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელობისაა.

ლელა ხეჩოშვილი

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია