თურქეთში ძარცვის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

თურქეთში ძარცვის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

თურქეთის ქალაქ შანლი ურფაში, რომელიც სირიის საზღვართან, ანატოლიაში მდებარეობს, საქართველოს მოქალაქე რუსუდან ვაშაყმაძე დააკავეს, რომელმაც ერთ-ერთი ოჯახიდან მილიონ 300 ათასი ლირა (დაახლოებით ერთი მილიონი ლარი) და ოქროს სამკაულები გაიტაცა.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. ინტერნეტპორტალ takvim.com.tr-ის ცნობით, ვაშაყმაძემ ერთ-ერთ ოჯახში ორი თვის წინ მომვლელად დაიწყო მუშაობა და როცა ოჯახის წევრების უმრავლესობა სახლში არ იყო, ასაკოვან მოხუცს დანის მუქარით სეიფის გახსნა აიძულა. სეიფში არსებული თანხისა და ძვირფასეულობის გატაცების შემდეგ კი მიიმალა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცველებმა იმავე ქალაქში დააკავეს და ამ დროისათვის იგი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. გატაცებული ძვირფასეულობა და თანხა კი ოჯახს სრულად დაუბრუნდა, რადგან მძარცველმა მისი გახარჯვა ან გაყიდვა ვერ მოასწრო.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია