რა მასალისგან იყო აშენებული სასტუმრო და აკმაყოფილებდა თუ არა უსაფრთხოების ნორმებს - Ambebi.ge ტრაგედიის ადგილიდან

რა მასალისგან იყო აშენებული სასტუმრო და აკმაყოფილებდა თუ არა უსაფრთხოების ნორმებს - Ambebi.ge ტრაგედიის ადგილიდან

რამდენად აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმებს სასტუმრო, რომელში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. Ambebi.ge შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტაჟსა და სასტუმროს აღწერას გთავაზობთ.

როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საოჯახო ტიპის სასტუმროს მესამე სართული  რკინის კონსტრუქციით იყო აშენებული. სასტუმროში, აბაზანისა და საპირფარეშოების კედლები ამოყვანილია ქვით, ხოლო ნომრები ხისგან და პლასტიკატისგან იყო გაკეთებული.

Ambebi.ge-ს კითხვაზე, გათვალისწინებული იყო თუ არა სასტუმროში, ხანძრის შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროს მეპატრონე შერმადინ ართმელაძე პასუხობს, რომ სასტუმროში ჰქონდათ ცეცხლმაქრი.

"გამოძიება დაადგენს უსაფრთხოების ზომები იყო თუ არა. ხანძარსაწინააღმდეგო ბალონები მქონდა, ისიც გადამწვარი გდია", - ამბობს შერმადინ ართმელაძე.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზის" მესამე სართული სრულიად დამწვარია, მეორე - ნაწილობრივ, ხოლო პირველი სართული ხანძრის შედეგად დაზიანებულია.

კრიმინალისტები შენობაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს Ambebi.ge-ს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა და ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების საშუალება მიეცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"სასტუმრო "არმაზში" გუშინ, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. ისინი სასტუმროს მესამე სართულზე იყვნენ მოთავსებული.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია