„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ტოიოტას ახალი ოფიციალური დილერია და ტოიოტას დიდ გლობალურ ოჯახს 2014 წლიდან შეურთდა.კომპანიას 2015 წლის 6 მაისს ევროპელი და იაპონელი კოლეგებისგან გადაეცა სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.
სტუმრების დელეგაცია შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: იუჯი ვაგატა - ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია (TCCA) - პრეზიდენტი,ჰიროში იოშიაში - ტოიოტა მოტორევროპა(TME)-გაყიდვების შემდგომი მომსახურების აღმასრულებელი ხელმძღვანელი, კაზუჰირო სატო - ტოიოტა მოტორ კორპორაცია (TMC)-დირექტორის მოადგილე, კიტ სიმონს - ტოიოტა მოტორ ევროპა (TME)- მომხმარებელთა მომსახურეობის დირექტორი, ტორუ სასაოკა - ტოიოტა მოტორ კორპორაცია (TMC) - ოპერაციების მენეჯერი, იუნ იამამოტო - (Toyotsu Automotive Consluting Services Ltd)გენერალური მენეჯერი.
კომპანიის წარმომადგენლებმა სრული შემოწმება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ დილერი, ტოიოტას მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებს.

ტოიოტას წარმომადგენლმა კიტ სიმონსმა აღნიშნა, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-მ რეგიონში დილერობის სტანდარტი მნიშვნელოვნად აამაღლა.
ტოიოტა ხარისხის სტანდარტის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. კომპანიას დილერებისთვის სპეციალური კითხვარი აქვს. რომლის მიხედვითაც ადგენს კონკრეტულ პირობებს.ამ მოთხოვნების შესრულებისთვის კი სერთიფიკატს გადასცემს.
კაზუჰირო სატომ აღნიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ცენტრი ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ უნახავს.
უცხოელი კოლეგები იმ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს.
სტუმრებმა კომპანიას მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და მიღწეული შედეგებისთვის და აღნიშნეს რომ იგი ყოველთვის ცდილობს არსებული ხარისხისა და სტანდარტების ამაღლებას.
“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” ტოიოტას ახალ ოფიციალურ დილერს წარმოადგენს საქართველოში. ცენტრი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისს, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში მდებარეობს.
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანიაა. ამ ეტაპზე, კომპანია მომხმარებელს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტო სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტოტექ. მომსახურებას სთავაზობს.
R