თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''

თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''

თამუნა ლეკვეიშვილს მანქანის მართვა ქმარმა შეყვარებულობის პერიოდში ასწავლა, თუმცა მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო. პატრულს არასდროს გაუჩერებია, ერთხელ ''სითი პარკს'' თითქმის წაყვანილი მანქანაც კი დააბრუნებინა უკან...

- როცა მანქანის საჭიროება ვიგრძენი, მაშინ ვისწავლე ტარება. დაახლოებით ორი წელი მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი, მაგრამ ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ პატრულს. ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი, მაგრამ წესების დაცვით ჭკვიანად დავდიოდი.

- მართვა ვინ გასწავლა?

- ავტოსკოლაში არასოდეს მივლია, ტარება გიგიმ მასწავლა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი ქმარი არ იყო, შეყვარებულები ვიყავით. თეორია კომპიუტერით ვისწავლე. მივხვდი, რომ მოქალაქეობრივი ვალი უნდა მომეხადა და გამოცდაზე გავედი. პირველივე გასვლაზე ჩავაბარე, პრაქტიკაში ჩავიჭერი, რადგან ავტომატიკას ვმართავდი და გამოცდაზე მექანიკაზე დავჯექი. პრაქტიკულ გამოცდაზე ხელახლა გასვლა ერთი თვის განმავლობაში შემეძლო, მე კი ბოლო დღეს მივედი, მაგრამ ჩავბარე და მართვის მოწმობა ავიღე.

- ხუთწლიანი მძღოლობის პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?

- ერთადერთხელ. მარცხენა ზოლში ვიდექი, მარჯვნიდან გადმომიჭრა ტაქსიმ ისე, რომ ციმციმაც კი არ ჩართო და ოდნავ მივარტყი. ჩემი ბრალი არ იყო, თვითონაც ბოდიში მომიხადა, არ მინდა არაფერიო, მითხრა და დროულად წავიდა, რომ პატრული არ მოსულიყო.

- თბილისში მოძრაობა თანდათან უფრო რთული ხდება..

- სიმართლე გითხრა, საცობები ნაკლებად მაწუხებს, სამსახურთან ახლოს ვცხოვრობ და იშვიათად გავდივარ იქ, სადაც მოძრაობა გადატვირთულია. სამაგიეროდ, პარკინგის პრობლემა ''რუსთავი 2''-შიც გვაქვს, ხან სად ვაყენებ, ხან - სად, მერე დაცვას ვუტოვებ ხოლმე გასაღებს და არიან ამ მანქანების გადაყენება-გადმოყენებაში.

- ამის გამო შენი მანქანა გიძებნია?

- კი. ერთხელ სამსახურიდან გამოვედი და სახლში ფეხით წავედი, მეგონა, იმ დღეს მანქანით არ ვიყავი მისული, დაცვასთან Aრომ გავიარე, მერე გამახსენდა მანქანა.

- ''სითი პარკს'' წაუყვანია შენი მანქანა?

- კი, ერთხელ გავხდი მათი მსხვერპლი, ისეთ ადგილას მყავდა გაჩერებული, სადაც არ შეიძლება. ორსულად ვიყავი, დიდი მუცელი მქონდა, გამოვედი მაღაზიიდან ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი მანქანა უკვე დადებული ჰყავთ, უნდა დაქოქონ და წავიდნენ... გადავუხტი ამხელა მანქანას წინ, ხელები გავ-შალე და ვუთხარი. არ დამღუპოთ, არ წაიყვანოთ-მეთქი. უნდა ვთქვა, რომ გულისხმიერად მოიქცნენ, არც ჯარიმა დამიწერეს, არც არაფერი, ჩამომიხსნეს და დამიტოვეს.

- პატრული ხშირად გაჯარიმებს?

- არა, ხშირად კი არა, არასდროს გავუჩერებივარ, ეტყობა, წესების დაცვით დავდივარ. ძირითადად, ვიდეოკამერების ჯარიმები მომდის ხოლმე.

იხილეთ გაგრძელება

„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი

ეკა ბესელიას შვილი დაინიშნა  - ვინ არის პარლამენტარის სარძლო? (ფოტოები ნიშნობიდან)

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"