ავსტრიაში, გრეინის ოლქში, მდინარე დუნაიში მკვდარი ქალბატონი იპოვეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მდინარეში დამხრჩვალი ქალი ქართველია. მედიის ცნობით, მისი სახელია სოფიკო.
სამართალდამცავების თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი მოკლულია. თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტები ყველა მიმართულებით მუშაობენ.