აღმოჩნდა, რომ დღესდღეობით საქართველოში კეთდება თმის სპექტრის ანალიზი, რაც პირდაპირ კავშირშია წონის რეგულაციასთან და ადამიანს შეუძლია ზედმეტი ძალისხმევის (შიმშილის) გარეშე დაძლიოს ეს პრობლემა. გვესაუბრება ექიმი-დიეტოლოგი თეა სურმავა-მიზილინი.
თმა ბევრ ინფორმაციას გვაწვდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე,ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.დღესდღეობით საქართველოში გვაქვს იმის საშუალება, გამოვიკვლიოთ ადამიანი თმის სპრექტზე, დავუდგინოთ ორგანიზმში მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტი და თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები.თმის ანალიზით ვიკვლევთ მძიმე ტოქსიკური ელემენტების არსებობას სისხლში,რაც შემდგომ გვეხმარება უამრავი დაავადების დიაგნოსტიკასა მკურნალობაში. ხდება საკვები პროდუქტის შერჩევა პაციენტისათვის,რომელიც აუცილებელია წონაში კლებისათვის და რომელი პროდუქტი უნდა აიკრძალოს. დგინდება კვებითი რაციონი,შედეგად წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა,რაც გვეხმარება წონის რეგულაციაში და მის შენარჩუნებაში.იმისათვის რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, პირველ რიგში უნდა იკვებოს და არა იშიმშილოს.. ე.წ.“დიეტით“ დიდ ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს და შედეგიც დროებითია. სწორი კვების რაციონის შერჩევა კი თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურია , მორგებულია მასზე და არა გახლავთ საათობრივი.
ხშირი პრობლემა გახლავთ სიმსუქნე ბავშვებში. ყველა დედა უნდა ეცადოს დროულად იქნას ჩატარებული ანალიზი და კვებითი რაციონის შედგენა ამ პატარებისათვის, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ მთელი რიგი გართულებები: როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან ამ პრობლემის მოგვარებაში, მით მეტად დაეხმარებიან თავიანთ პატარებს. სტრესის გარეშე უნდა მოხდეს ბავშვებში წონის კლება (ტკბილეულის აკრძალვის გარეშე) და მათი რაციონი განსხვავებული უნდა იყოს დიდების რაციონისაგან.. ამასთან კვების ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ადამიანს არა მარტო დაძლიოს სიმსუქნის პრობლემა, არამედ გაიჯანსაღოს ორგანიზმი, შეივსოს ყველა იმ ძირითადი ელემენტებით, რაც აკლიათ მათ ორგანიზმს, ეს კი პირდაპირ აისახება მათ ენერგიაზე და შრომისუნარიანობაზე. სასურველია, ასევე ანალიზი ჩაიტარონ იმ ადამიანებმა, ვისაც აღენიშნებათ: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, დაბალი იმუნიტეტი, ალერგიები, ნეიროდერმატიტი, არამოტივირებული თავის ტკივილები, კანის დაავადებები: აკნე, ფსორიაზი, ვიტილიგო, სებორე და ა.შ.
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:“ ჰერა“ ვაკე,აბულაძის№ 34
ტელ:597 99 40 40; 593 99 40 40.
R