ხულოში ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხულოში ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხულოში, დეკანაძეების თემის სოფელ გოდგაძეებში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ასაკოვანი ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ხულოს რაიონის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლს იმ დროს გაუჩნდა, როცა ოჯახის წევრები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდნენ, მწოლიარე ქალბატონმა კი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

სახლი ნაწილობრივ ხის იყო. შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სახანძრო რაზმი მუშაობს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია