წვერი ჯანმრთელობისთვის საშიშია

წვერი ჯანმრთელობისთვის საშიშია

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წვერიანი მამაკაცები უფრო მეტ მიკრობებს ატარებენ, ვიდრე უწვეროები. წვერი ახალ მოდად იქცა. ლამბერსექსუალებზე სტატიებს წერენ, მეცნიერებმა კი ადამიანებს ახალი ტრენდით ტკბობის სიხარული მოუსპეს.  

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ წვერში უფრო მეტი მიკრობი და ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტებში. ასევე, წვერიან ხალხს კანის დაავადებები ემუქრებათ. მიკრობიოლოგმა ჯონ გოლობიკმა ერთ-ერთი დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ წვერში ისეთი მიკრობები ბუდობდნენ, რომელებიც მუცლის ღრუში ჩნდებიან. ”თავი რომ დავანებოთ იმ ბაქტერიებს, რომელსაც წვერი თავისით იზიდავს, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ გროვდება წვერში საკვების მიღების, დაცემინების, ხველების დროს”, - აცხადებს მიკრობიოლოგი.

კვლევები გრძელდება, მაგრამ საინტერესოა, რამდენად დაუჯერებენ მეცნიერებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც წვერს ატარებენ.

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს