გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ფანჩულიძე თანამდებობას ტოვებს. "ინტერპრესნიუსი" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ვაჟა ფანჩულიძის განცხადება კანცელარიაში ამ ეტაპზე არ შესულა.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გათავისუფლების თაობაზე განცხადებით პრემიერ-მინისტრს უნდა მიმართოს. ვაჟა ფანჩულიძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2014 წლის ივლისში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან დავით შავლიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.