ორი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას გომბორის უღელტეხილზე

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას გომბორის უღელტეხილზე

ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. შემთხვევა სოფელ უჯარმის მიმდებარედ მოხდა. როგორც "ონტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ტოიტას" და ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

"ოპელის" მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.

გარდაცვლილები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია