ეროტიკულმა 3D-ფილმმა "კანის" კინოფესტივალის სტუმრები დაშოკა (18+)

ეროტიკულმა 3D-ფილმმა "კანის" კინოფესტივალის სტუმრები დაშოკა (18+)

21 მაისს, კანში გასპარ ნოეს სკანდალური ეროტიკული ფილმი "სიყვარული" აჩვენეს. სურათმა, რომელიც კინოჩვენების ძირითად პროგრამაში არ შედის, ზედმეტად ღია, სექსუალური სცენების გამო მაყურებელი გააოგნა.

ფილმში ჩანან სრულიად შიშველი ადამიანები, ორგიები, ორალური სექსი, ამასთან სასქესო ორგანოებს ახლო ხედით აჩვენებენ. ერთ-ერთ ეროტიკულ სცენაში კი, სიუჟეტის მიხედვით 17 წლის გოგონა და ტრანსსექსუალი მამაკაცი არიან ჩართული. "წლების მანძილზე ვოცნებობდი, შემექმნა ფილმი, რომელიც სრულად გადმოსცემდა ახალგაზრდა წყვილის ვნებას, სიყვარულს მისი ფიზიკური და ემოციური გამოვლინებით", - ამბობს ინტერვიუში გასპარ ნოე.

ფილმის დასრულების შემდეგ, აუდიტორიის ნაწილი აპლოდისმენტებით, ფეხზე წამომდგარი შეეგება რეჟისორსა და მსახიობებს, კრიტიკოსების ნაწილმა კი უკმაყოფილება ვერ დაფარა ნოეს "სისხლის, სპერმისა და ცრემლის" ნამუშევარზე. კრიტიკოსებმა უკვე აღნიშნეს, რომ რეჟისორი სექსის სცენების ასახვისას "ნიმფომანში" ლარს ფონ ტრიერზე შორს წავიდა, "გრეის 50 ელფერი" კი "სიყვარულის" ფონზე 1950-60-იანი წლების ჰოლივუდის რომანტიკული კომედიასავით გამოიყურება.

იხილეთ ვიდეო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს