საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამბები.გე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და დამატებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.