ნოდარ მელაძე ოდესაში გაეძრო - დავით კიკალიშვილი კოლეგების წარდგენის ახალ სტანდარტს ადგენს?

ნოდარ მელაძე ოდესაში გაეძრო - დავით კიკალიშვილი კოლეგების წარდგენის ახალ სტანდარტს ადგენს?

"ცნობილი "ოთხეულის" კვალდაკვალ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმაც მიატოვოს საკუთარი პარტია მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და გუბერნატორად დაინიშნა. თუ პირველ შემთხვევაში მოტივაცია ცოტათი ბუნდოვანია, ექსპრეზიდენტის შემთხვევაში გასაგები, თუმცა ძალზედ სარისკო. მისი კარიერისათვის ეს ან ხელახალი აღმავლობის, ან საბოლოოდ დასამარების დასაბამი გახდება.

უფრო მეტს ნოდარ მელაძე გვეტყვის, რომელიც სააკაშვილის გუბერნატორობის პირველ დღეს ოდესაში გაეძრო", - ასე წარადგინა "რუსთავი 2"-ს "P.S."-ის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა ნოდარ მელაძე.

კიკალიშვილის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრია ეს იყო მექანიკური შეცდომა, თუ მანერულობით გამორჩეული ტელეწამყვანის ახალი ლექსიკა. ერთი რამ კი ფაქტია, მისმა ამ ფრაზამ უკვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება სოციალურ ქსელებში.

იხიელეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები