როგორ გამოიყურება ია ფარულავას მილიონ დოლარად შეფასებული სახლი

როგორ გამოიყურება ია ფარულავას მილიონ დოლარად შეფასებული სახლი

მსახიობის და ტელეწამყვანის, ია ფარულავას ძვირადღირებული სახლის შესახებ თითქმის ყველამ იცის. სახლი ძველ თბილისში მდებარეობს და მილიონ დოლარზე ძვირად არის შეფასებული. როდის შეიძინა, რატომ ვერ გადავიდა საცხოვრებლად და რას უპირებს სახლს, ამის შესახებ ია ფარულავა Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.

- ეს სახლი 1997 წელს შევიძინე. ავარიულ მდგომარეობაში იყო, სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. როდესაც სახლი ვიყიდე, მათ საცხოვრებელი ბინები შეიძინეს და გადავიდნენ, მე კი დავშალე ეს სახლი და რამდენიმე წელი მქონდა დაკონსერვებული ადგილი. 2007 წელს დავიწყე სახლის მშენებლობა და ომის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე.

- მილიონ დოლარად არის შეფასებული ეს სახლი?

- ცოტა მეტად არის შეფასებული. ზუსტად მაშინ, როცა რეალური მყიდველი გამოჩნდა, გადავიფიქრე გაყიდვა. ამ სახლში მე უნდა მეცხოვრა, ჩემი გემოვნებით არის დაგეგმარებული, ამიტომ გადავწყვიტე, აღარ გავყიდო და სასტუმრო გავხსნა. ახლა მიმდინარეობს სახლის გადაკეთების პროცესი. მე და არქიტექტორს ომი გვაქვს გამოცხადებული, მას უნდა შეინარჩუნოს სახლის სილამაზე, მე კი ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ნომერი იყოს. მე უნდა ვიყო ამ სასტუმროს დიასახლისი, სტუმრების მიღება დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის. საბედნიეროდ,  ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. სულ ვამბობდი, ბიზნესი არ გამომივა-მეთქი, მაგრამ ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიო ჩემში. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

- სახლის 25 პროცენტის მფლობელი ისევ ფადი ასლია?

- ამ სახლის 25 პროცენტის მფლობელი იყო ფადი ასლი. გრძელი ისტორიაა და არ მინდა ამის მოყოლა, არ არის სასიამოვნო. დღეს აღარ არის ფადი ასლი მისი მფლობელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ტრანსპოსრტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

როგორ გამოიყურება სახლი საბურთალოზე, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან