საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოს 2 ფრანგი ჟურნალისტი სტუმრობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებმა აჭარის რეგიონის, კერძოდ, ბათუმის ისტორიული და თანამედროვე ღირსშესანიშნაობების მონახულების სურვილი გამოთქვეს.
"3-5 ივნისს ფრანგ ჟურნალისტებს მასპინძლობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაუწევს. რეგიონის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებთან ერთად სტუმრები გაეცნობიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს. მოწვეული ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები დაიბეჭდება საფრანგეთის ისეთ რეიტინგულ ელექტრონულ და ბეჭდვით პრესაში, როგორებიცაა www.madame.lefigaro.fr., Le Point, „IDEAT“, „The Good Life“ და „GALA“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.