ოპიუმის პლასტირი ახალი ნარკოტიკია, რომელიც საქართველოში, ე.წ. შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდა, რითიც სამართალდამცავებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, ნარკომომხმარებლებს კი - 100-პროცენტიანი ოპიუმის ჯგუფის შემცველი ნარკოტიკი ორიგინალური შეფუთვით, - იუწყება გაზეთი "პრაიმ ტაიმი". ოპიუმის პლასტირები, შეიძლება ითქვას, ბოლო გამოძახილია ნარკობიზნესში, რადგან მსგავსი დახვეწილი მეთოდით ნარკოტიკით გაბრუება ნამდვილი "ნოუ ჰაუა", -დასძენს გაზეთი. გამოცემის ცნობით, ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა შთამბეჭდავ მეთოდს მიაგნეს, რომლის მიზანია, პრეპარატი უმტკივნეულოდ, ინექციის გარეშე მოხვდეს ორგანიზმში. კერძოდ, თუ აქამდე მორფინს ინტრავენური გზით, ანუ შპრიცით მოიხმარდნენ, პლასტირის შემთხვევაში საინექციო საშუალებები საჭირო აღარ არის.
"პრაიმ ტაიმი" წერს, რომ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, რა ინსტრუქციებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დაფიქსირებისა და ამოღებისას. ნარკოლოგები კი განმარტავენ, რომ ქვეყანაში პლასტირის შემოტანა მარტივია. რა რაოდენობით ფიქსირდება აღნიშნული ნარკოტიკის საქართველოში შემოდინება და რა მეთოდით მოიხმარენ მას, ევროპელებისგან განსხვავებით, ქართველი ნარკომომხმარებლები?