წყნეთისხევის ქუჩაზე წუხანდელი სტიქიის შედეგად ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. წყნეთისხევის ქუჩაზე სტიქიამ ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები დატბორა. როგორც ინგა გაფრინდაშვი ამბობს, წუხელ ძლიერი ხმაური გაიგეს და როდესაც სახლიდან გამოვიდნენ, დაინახეს, რომ მდინარე ვერემ კალაპოტი გაარღვია და მათი საცხოვრებლისკენ მოდიოდა. გაფრინდაშვილის თქმით, სახლიდან ბავშვების გაყვანა მოასწრეს, თუმცა სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს.
ინგა გაფრინდაშვილის საცხოვრებელი სახლი ამ მომენტისათვის მთლიანად დატბორილია. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის, 112-ის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ისინი ცდილობდნენ შლამისგან ტერიტორიის გასუფთავებას და დაგროვილი წყლის ამოტუმბვას.
ადგილზე იმყოფებოდა ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
როგორც გაფრინდაშვილი აცხადებს, მისი მეუღლე ამ წუთებში გამგეობაში იმყოფება, რათა დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩნენ.
სტიქიის შედეგად ასევე დატბორილი და დაბინძურებულია ვარაზისხევში მდებარე "მომავლის სკოლის" ტერიტორია. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები, ასევე სამშველო ბრიგადა, რომლებიც ტერიტორიას ნარჩენი მასალისგან წმენდნენ. იწმინდება ასევე "მზიურის" ტერიტორიაზე გზის მონაკვეთი.