"ვერ გაუძლო ტკივილებს და გადმოხტა" - ბათუმში მძიმე ავადმყოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

"ვერ გაუძლო ტკივილებს და გადმოხტა" - ბათუმში მძიმე ავადმყოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მეზობლების ინფომაციით, 64 წლის მამაკაცი მძიმე ავადმყოფი იყო.

"დიდი ხანია ავად იყო ძალიან. ალბათ ვერ გაუძლო ტკივილებს და გადმოხტა" - ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პროზექტურაში გადაასვენა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

წყარო: ტელეკომპანია აჭარა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია