თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა, ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცხადაძეს ცეცხნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეკრებილები არიან ბესიკ ცხადაძის ახლობლები, თანამშრომლები და მეგობრები. ისინი მედიასთან კომენტარზე უარს აცხადებენ. წინასწარი ინფორმაცით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. როგორც "რუსთავი 2"-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბესიკ ცხადაძეს ერთი ცეცხნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულის ახლობელი "კურიერთენ" საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევა დღეს მოხდა, თუმცა მიზეზს ვერ აკონკრეტებს.
ბესიკ ცხადაძის თვითმკვლელობის მცდელობას ადასტურებენ ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.